როგორ ხვდება ღვინო ღვინის მაღაზია ორბელიანის თაროებზე? — ხარისხი, რომელსაც ეტიკეტი არ განსაზღვრავს
როდესაც მომხმარებელი ღვინის მაღაზიაში შემოდის, მის წინაშე ათობით განსხვავებული ბოთლი, ეტიკეტი და ისტორია იშლება. თუმცა,ღვინის მაღაზია ორბელიანში გვჯერა, რომ მთავარი ამბავი არა ბოთლის გარეთ, არამედ მის შიგნით იმალება. ჩვენი მიზანი არ არის თაროების უბრალოდ ასორტიმენტით შევსება — ჩვენ ვარჩევთ ღვინოებს, რომლებსაც საკუთარი სული, სისუფთავე და ავთენტური ქართული ხასიათი აქვთ.
სწორედ ამიტომ, ჩვენს მაღაზიაში ღვინის მიღების პროცესი ერთ მთავარ და შეუცვლელ წესს ეფუძნება: ბრმა დეგუსტაციას.
რატომ ბრმა დეგუსტაცია?
ღვინის სამყაროში ხშირად ხდება, რომ ცნობილი ბრენდი, ძვირადღირებული შეფუთვა ან მეღვინის სახელი წინასწარ განწყობას ქმნის. ბრმა დეგუსტაცია ამ ბარიერს სრულად აქრობს.
როდესაც ახალი ნიმუში შემოდის, ჩვენ არ ვუყურებთ არც ეტიკეტს, არც ფასს და არც მწარმოებლის მასშტაბს. ჩვენს წინაშე მხოლოდ ჭიქა და ღვინოა. ეს გვაძლევს საშუალებას, ვიყოთ მაქსიმალურად ობიექტურები და შევაფასოთ მხოლოდ ის, რაც რეალურად მნიშვნელოვანია:
-
სისუფთავე და ბალანსი: ღვინო თავისუფალი უნდა იყოს ტექნოლოგიური და ბუნებრივი დეფექტებისგან. არომატები, მჟავიანობა, ტანინები და ალკოჰოლი ერთმანეთს ჰარმონიულად უნდა ავსებდეს.
-
ნამდვილი ქართული ხასიათი: ჩვენ ვეძებთ ჯიშურ სიზუსტეს და ტერუარის გამოხატულებას. რქაწითელი, საფერავი, ქისი, ხიხვი, ცოლიკოური თუ იშვიათი ენდემური ჯიშები — თითოეული მათგანი თავის ბუნებრივ, გაუყალბებელ სახეს უნდა აჩვენებდეს.
-
ემოცია და ინდივიდუალურობა: კარგი ღვინო დასამახსოვრებელი უნდა იყოს. ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ მცირე საოჯახო მარნებს მათი ხარისხიდან გამომდინარე, მათ მიერ შექმნილ სხვადასხვა სახეობის ღვინოს, როგორც კლასიკური ასევე ქართული ტრადიციული ტექნოლოგიით,ნატურალურ და ბიო ორგანულ მევენახეობებს, სადაც მეღვინის ხელწერა და შრომა ყველაზე მკაფიოდ იგრძნობა.
რას ნიშნავს ეს ჩვენი სტუმრებისთვის?
როდესაც ღვინის მაღაზია ორბელიანში ღვინოს შეიძენთ ან ჩვენს დეგუსტაციას ესწრებით, შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ ამ ღვინომ უკვე გაიარა პროფესიონალური, მიუკერძოებელი შეფასება. ჩვენს კოლექციაში ვერ ნახავთ შემთხვევით მოხვედრილ პროდუქტს — აქ წარმოდგენილია მხოლოდ ის ღვინოები, რომლებმაც საკუთარი ღირსება ბრმა გასინჯვისას, მხოლოდ გემოთი და არომატით დაამტკიცეს.
მობრძანდით ჩვენთან ანტონ ფურცელაძის №16-ში, სადაც დაგხვდებათ მრავალფეროვანი სადეგუსტაციო პაკეტები, ან შეიძინეთ სასურველი ღვინო მარტივად ჩვენს ონლაინ მაღაზიაში სწრაფი მიწოდებით.
