უნიკალური და ექსკლუზიური ნახევრად ტკბილი და ტკბილი ღვინოები – ღვინის მაღაზია ორბელიანში

უნიკალური და ექსკლუზიური ნახევრად ტკბილი და ტკბილი ღვინოები – ღვინის მაღაზია ორბელიანში
აღმოაჩინეთ სიტკბოსა და ტრადიციის ჰარმონია – ღვინის მაღაზია ორბელიანში დაგხვდებათ საუკეთესო ნახევრად ტკბილი და ტკბილი ღვინოების კოლექცია.

წითელი ნახევრად ტკბილი ღვინოები

🍷 ჩიგოგიძე - უსახელაური 2024 წითელი ნახევრად ტკბილი ღვინო, მოწეულია რაჭა - ლეჩხუმის სპეციფიკური მევენახეობის რეგიონში. ლალისფერი ღვინო გამოირჩევა მაყვალის, მოცვისა და ალუბლის არომატით. ღვინის ბუნებრივი სიტკბო ჰარმონიულადაა შერწყმული ცოცხალ სიმჟავესთან, რაც მის გამყოლ გემოს კიდევ უფრო ახანგრძლივებს.

🍷 შატო სიღნაღი ხვანჭკარა 2023 წითელი ნახევრად ტკბილი ადგილწარმოშობის ღვინო - ვენახები გავრცელებულია საქართველოს დასავლეთ ნაწილში, რაჭის მევენახეობის ზონაში. იგი მიიღება ალექსანდროულის და მუჯურეთულის ჯიშის ყურძნებისგან დამზადებული ღვინოების კუპაჟის გზით. მას აქვს მუქი ბროწეულისფერი, სადაც დომინირებულია ალუბლის არომატები და ჰარმონიულად მიჰყვება ჟოლოს ხავერდოვანი ტონები.

🍷 ბარბალე - ხვანჭკარა 2020 წითელი ნახევრად ტკბილი ღვინო - ადგილწარმოშობის მკაცრად კონტროლირებადი ღვინო, დამზადებულია ხვანჭკარის მიკრო ზონაში მოწეული ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ჯიშის ყურძნისგან, გამოირჩევა ალუბლის,მაყვლისა და ქლიავის ტონებით, კარგად დაბალანსებული და დიდხანს გამყოლი მოტკბო გემო ახასიათებს.

🍷 ენოვანი - ხვანჭკარა - ადგილწარმოშობის დასახელების წითელი ნახევრად ტკბილი ღვინო,დამზადებულია ალექსანდროულის და მუჯურეთულის ჯიშის ყურძნებისგან, რომელთა ვენახებიც გაშენებულია რაჭაში, ხვანჭკარის ზონაში, სოფელ ბაჯში. ახასიათებს მწიფე კენკრის, ალუბლი, მაყვლის და ჟოლოს არომატები, ცოცხალი მჟავიანობის ღვინოს თან სდევს სიტკბოს ზომიერი შეგრძნება, არაჩვეულებრივია ხილის დესერტთან, შოკოლადთან,ჩირთან და ჩურჩხელასთან ერთად.

🍷 ტიბაანელი - ქინძმარაული - ადგილწარმოშობის დასახელების, წითელი, ნახევრად ტკბილი ღვინო - დამზადებულია კახეთის რეგიონის ქინძმარაულის მიკროზონაში მოყვანილი საფერავის ჯიშის ყურძნისგან. ხასიათდება მუქი შინდისფერი შეფერილობით. გამოირჩევა კარგად გამოხატული ჯიშური არომატით, ალუბლისა და მაყვლის ტონებით. აქვს ხავერდოვანი, ჰარმონიული და დაბალანსებული გემო.

🍷 ბარბალე - გვიანი მოსავალი 2021 წითელი ბუნებრივად ნახევრად ტკბილი ღვინო - დამზადებულია ბუდეშურის ჯიშის ყურძნისგან, ვენახები გაშენებულია ქვემო ქართლის რეგიონში, კერძოდ ბოლნისში. მოსავლის პერიოდი ნოემბრის მეორე ნახევარი. არომატი კარგად გამოხატულია შავი მოცხარისა და მაყვლის ტონები. გემოზე სასიამოვნო მოტკბო დაბოლოება, მსუბუქი ტანინები და ზომიერი მჟავიანობა. დიდხანს გამყოლი მოტკბო გემო, უნდა მიირთვათ ხილთან მომჟაო - მოტკბო დესერტთან ერთად.

თეთრი ნახევრად ტკბილი ღვინოები

🍷 ბარბალე - რქაწითელი - გვიანი მოსავალი 2020 ნახევრად ტკბილი თეთრი ღვინო - ღვინო დამზადებულია გვიანი რთველის დროს მოწეული რქაწითელის ჯიშის ყურძნისგან. რომელიც მოკრეფის შემდეგ არის გამომშრალი და შემდეგ დაწურული. შეფერილობა ჩალის ფერი, არომატში კარგად გამოხატულია ატმისა და გარგრის ტონები, რომელიც შემდეგ გადადის მინდვრის ყვავილების ტკბილ ტონებში. გემოზე დაბალანსებულია და კარგად გამოხატული მჟავიანობა აქვს, რომელიც სასიამოვნოდ ერწმის ტკბილ გემოს.

🍷 ნაბერაული - ტვიში - თეთრი ბუნებრივად ნახევრად-ტკბილი ღვინო დამზადებულია სოფელი ოყურეშის ფერდებზე მოწეული ყურძნისგან, რომლის ხავერდოვანი და ხალისიანი გემო კარგად ბალანსდება მწიფე ტროპიკული ხილის არომატებით.

ხილის ნახევრად ტკბილი ღვინოები

🍷 ბროწეულის ღვინო - წითელი ნახევრად ტკბილი - სასმელი დამზადებულია საფერავის ჯიშის ყურძნისგან რომელსაც შერწყმული აქვს ბროწეულის არომატი, ღვინისეულ სასმელს აქვს ღრმა ლალისფერი - წითელი შეფერილობა, გამაგრილებელი მჟავიანობა, ინტენსიური ბროწეულის მარცვლების არომატი, ხილის კანის სასიამოვნო სიმტკიცე, ხანგრძლივი სასიამოვნო გემო.

შემაგრებული და ტკბილი ღვინოები

🍷 ჩიგოგიძე - ალუბლის ღვინო - ხასიათდება ღრმა ლალისფერი შეფერილობითა და შავი ალუბლისფერით. ახასიათებს მწიფე შავი ალუბლის ცოცხალი, ტკბილი სურნელი რომელიც სასიამოვნოდ ერწყმის ნუშის არომატს, გემოზე ხავერდოვანი სიტკბო სრულ ჰარმონიაშია ალუბლის ცოცხალ სიმჟავესთან.

🍷 კარდანახი 1888 - კარდანახი შემაგრებული ტკბილი ღვინო - დამზადებულია კარდანახში დაკრეფილი რქაწითელის, კახური მწვანეს და ხიხვის ჯიშებისგან. 42 თვე მუხის კასრში დავარგებული, ჩალისფერი შეფერილობის კრიალა ღვინო. ახასიათებს მწიფელი ხილისა და სანელებლების სურნელი. სავსე ჩირების და მწიფე ხილის გემო.

🍷 შუმი - 'ზიგუ' წითელი ტკბილი შემაგრებული ღვინო - დამზადებულია 300-ზე მეტი ვაზის ჯიშისგან, ალუბლისფერი მცირედი ძოწისფერი ელფერით, სურნელში იგრძნობა ტკბილი ტყლაპის, ლეღვის მურაბისა და დაშაქრული წითელი ხილის ტონები, გემოზე არის ტკბილი და რბილი, მხურვალე ალკოჰოლითა და ხანგრძლივი დაბოლოებით. ძალიან უხდება ობიან ყველთს, შოკოლადის დესერტებს, ჩირებს, ნიგოზს, თხილსა და ნუშს.

🍷 ავთანდილის მეღვინეობა - გვიანი მოსავალი 2022 - ბუნებრივად ტკბილი მაღალალკოჰოლური ღვინო, დამზადებულია კარდენახში წარაფის მიკროზონიდან დაკრეფილი რქაწითელის ყურძნის ჯიშისგან, რომელიც 9 თვის განმავლობაში დავარგებული იყო მუხის კასრში. ღვინო გამოირჩევა ინტენსიური ცოცხალი ხილის არომატით, სავსე ჩირებისა და თეთრი შოკოლადის გემოთი.

დაჯავშნეთ ღვინის დეგუსტაცია

გამოცადეთ ტრადიციული ქართული ღვინოები პროფესიონალი სომელიესთან ერთად