ჭაჭა ქართული ყურძნის არაყია. მას ღვინის დაწურვის შემდეგ დარჩენილი ჭაჭისგან — ყურძნის კანისა და წიპწისგან — ხდიან. საუკეთესო ჭაჭა სუფთა, არომატულია და ყურძნის ხასიათს ინარჩუნებს, მუხის კასრში დავარგებული კი რბილ, ვანილისა და ხის ტონებს იძენს.
ორბელიანის ღვინის მაღაზიაში დაგხვდებათ კლასიკური და მუხაში დავარგებული ჭაჭა სხვადასხვა მეღვინეობიდან, ასევე ქართული ხილის არაყი — ატმის, კომშის, შინდის, ფეიხოას, ტყემლის და სხვა. ჭაჭა მიირთვით პატარა ჭიქით, გაციებული ან ოთახის ტემპერატურის.




















