ცქრიალა ღვინოში ბუშტუკებს დუღილისას გამოყოფილი ნახშირორჟანგი ქმნის, რომელიც ბოთლში რჩება. კლასიკური მეთოდით ღვინო მეორედ ბოთლში დუღს და წლობით მწიფდება ლექზე. პეტნატი (pét-nat) კი უძველესი, ბუნებრივი გზით მზადდება — ღვინოს ბოთლში დუღილის დასრულებამდე ასხამენ, ამიტომ ის უფრო ხილოვანი და ცოცხალია.
ორბელიანის ღვინის მაღაზიაში დაგხვდებათ ქართული ჯიშებისგან — ციცქა, მწვანე, ქისი, ჩინური, კრახუნა — დამზადებული ბრუტი და პეტნატი, ასევე ნახევრად ტკბილი ცქრიალა ღვინოები. მიირთვით კარგად გაციებული, როგორც აპერიტივი ან ზეიმის სუფრაზე.














