აღმოაჩინე „მეღვინეობა ფერაძის“ პრემიუმ კლასის ღვინოები „ღვინის მაღაზია ორბელიანში“

აღმოაჩინე „მეღვინეობა ფერაძის“ პრემიუმ კლასის ღვინოები „ღვინის მაღაზია ორბელიანში“
„ღვინის მაღაზია ორბელიანი“ სიამაყით წარმოგიდგენთ ქართული მეღვინეობის კიდევ ერთ გამორჩეულ მარგალიტს — „მეღვინეობა ფერაძეს“ . ჩვენს მაღაზიაში მოსულ სტუმრებს საშუალება გაქვთ აღმოაჩინოთ და დააგემოვნოთ უმაღლესი ხარისხის პრემიუმ კლასის ღვინოები, რომლებიც საუკეთესო ქართულ ტრადიციებსა და თანამედროვე სტანდარტებს აერთიანებს.

ისტორია - მეღვინეობა ფერაძის ისტორია 2017 წელს იწყება, როდესაც მეღვინეობისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულება ირაკლი ფერაძემ ბიზნესად აქცია და ოჯახური მარანი შექმნა. საწყის ეტაპზევე ორიენტირი მაღალი ხარისხის პროდუქციის წარმოებაზე გაკეთდა. კომპანია წლის განმავლობაში, აწარმოებდა 6 სახის, დაახლოებით, 10 ათას ბოთლ პრემიუმ კლასის ღვინოს, რომლის რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე ხდებოდა.

ღვინის წარმოების უძველესი ტრადიციებისა და კულტურის თანამედროვე ტექნოლოგიებსა და სტანდარტებთან შერწყმამ ხელი შეუწყო კომპანიის განვითარებას და გამორჩეული, ხარისხიანი და მრავალფეროვანი ღვინის წარმოებას. წლების განმავლობაში, მნიშვნელოვნად იზრდებოდა როგორც წარმოებული პროდუქციის რაოდენობა, ისე ღვინის სახეობები და სარეალიზაციო ბაზარი.

უნდა აღინიშნოს, რომ პირველივე წელს, მეღვინეობა ფერაძის ღვინოებმა, ღვინის პროფესიონალთა და მოყვარულთა აღიარება დაიმსახურეს.

ადგილმდებარეობა - მეღვინეობა ფერაძე თბილისთან ახლოს, ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობით მდიდარ ქალაქ მცხეთიდან 4 კმ-ში, არმაზში მდებარეობს. ულამაზესი ბუნება, ახლოს მდებარე ისტორიული ძეგლები, თანამედროვე ტიპის საწარმო, კეთილმოწყობილი ტერიტორია და რაც მთავარია, საუკეთესო ქართული ღვინო ჩვენი სტუმრებისთვის საუკეთესო განწყობის და დადებითი ემოციების შექმნის გარანტიაა.

ქართული ღვინის პოპულარიზაციამ და ქვეყანაში გაზრდილმა ტურისტულმა ნაკადებმა საქართველოში ღვინის ტურიზმი მნიშვნელოვნად განავითარა. ხარისხიანი პროდუქცია, ადგილმდებარეობა, ინფრასტრუქტურა და გარემო ის უპირატესობებია, რომლითაც მეღვინეობა ფერაძე ღვინის მოყვარულ ადგილობრივებს თუ უცხოელ ტურისტებსა და დედაქალაქის სტუმრებს იზიდავს.

საწარმოო ინფრასტრუქტურა - 2024 წელს, მეღვინეობა ფერაძემ გახსნა თანამედროვე სტანდარტის, უახლესი დანადგარებითა და ტექნიკით აღჭურვილი ახალი საწარმო, რომელიც ღვინის ქარხანას, მარანს, ლაბორატორიას, सადეგუსტაციო სივრცესა და ღვინის მაღაზიას აერთიანებს.

ჩვენი პრემიუმ კლასის ღვინო საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობის სამ ძირითად რეგიონში (კახეთი, შიდა ქართლი, იმერეთი) მოყვანილი საუკეთესო ჯიშის ნარჩევი ყურძნისგან მზადდება.

დღეისათვის, წარმოებული პროდუქციის რაოდენობა, წლიურად, 80-100 ათასი ბოთლ ღვინოს შეადგენს. ასორტიმენტი მრავალფეროვანია და თხუთმეტი სახეობის ღვინოს აერთიანებს.

აღსანიშნავია, რომ მეღვინეობა ფერაძე ღირსეულად აგრძელებს ქართული ღვინის წარმოების 8000-წლიან უწყვეტ ტრადიციას, საუკეთესო ყურძნის ჯიშებით ხარისხიანი ღვინის წარმოებითა და მომხმარებლისთვის ქართული ღვინის ისტორიისა და კულტურის გაცნობით.

ფერაძის ღვინოები ჩვენს ღვინის მაღაზიაში :

ქისი ნ/მ (ნახევრად მშრალი) 2022

ჩინური ქვევრი 2021

ჩინური კლასიკური 2022

კრახუნა 2022

ცოლიკოური - 2023

საფერავი ნახევრად მშრალი

როზე თავკვერი - 2022

ქისი ქვევრი

მწვანე ევროპული 2022.

ღვინის დეგუსტაცია პროფესიონალ სომელიესთან ერთად - wine tasting tbilisi

ღვინის დეგუსტაციის დაჯავშნა შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის საშუალებით ან ტელეფონით.

📍 მისამართი: თბილისი, ორბელიანის მოედანი, ანტონ ფურცელაძის ქუჩა №16

📞 ტელეფონი: +995 599 224 407

🌐 ვებ-გვერდი: www.winestoreorbeliani.ge

დაჯავშნეთ ღვინის დეგუსტაცია

გამოცადეთ ტრადიციული ქართული ღვინოები პროფესიონალი სომელიესთან ერთად