უნიკალური და ექსკლუზიური თეთრი ღვინოები – ღვინის მაღაზია ორბელიანში

უნიკალური და ექსკლუზიური თეთრი ღვინოები – ღვინის მაღაზია ორბელიანში
🍷 ღვინის მაღაზია ორბელიანი წარმოგიდგენთ უნიკალური და ექსკლუზიური თეთრი ღვინოების შერჩეულ კოლექციას, რომელიც აერთიანებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონის ტერუარებს, იშვიათ ვაზის ჯიშებსა და ტრადიციულ ქვევრის მეთოდს. ეს არის ღვინოები, რომლებიც შექმნილია მცირე რაოდენობით, განსაკუთრებული ყურადღებითა და მეღვინეების გამორჩეული ხელწერით.

🍇 შატო სვანიძე – კრახუნა 2022 თეთრი მშრალი ღვინო, დამზადებულია იმერეთში მოწეული კრახუნას ჯიშის ყურძნისგან. აქვს ღია ჩალისფერი შეფერილობა. არომატში მკვეთრად არის გამოხატული ხილისა და ციტრუსის ტონები. გამოირჩევა სისუფთავითა და ელეგანტური სტრუქტურით. იდეალურად ეხამება თევზეულს და მსუბუქ სალათებს.

🍇 მეღვინეობა ჭური ჩინებული – ციცქა ცოლიკაური ქვევრი 2019 თეთრი მშრალი იმერული ღვინო. ყურძნის ჯიშები: ციცქა 30% და ცოლიკოური 70%. ქვევრში დაყენებული ღვინო ავლენს იმერული სტილისთვის დამახასიათებელ სინაზეს, ჰარმონიასა და დაბალანსებულ მჟავიანობას.

🍇 მეღვინეობა ორკოლი – კრახუნა ქვევრი 2023 თეთრი მშრალი ღვინო, დამზადებულია იმერეთის რეგიონში, სოფელ მოერე სვირში გაშენებული კრახუნას ჯიშის ყურძნისგან. დაყენებულია ტრადიციული ქართული მეთოდით ქვევრში. გამოირჩევა ცოცხალი მჟავიანობით, ზომიერი ტანინებით, მწიფე ხილისა და გარგრის ჩირის ტონებით. კარგად ეხამება ყველის ასორტს, სალათებს, თევზეულსა და ფრინველის ხორცს.

🍇 ოენანთე – ქისი ღვინო მოკრეფილია და დამზადებულია ხელით ქისის ჯიშის ყურძნისგან. გამოშვებულია ექსკლუზიურად მხოლოდ 500 ბოთლის ოდენობით. აქვს დაბალანსებული ტანინები, გარგარისა და ატმის ჩირის დელიკატური არომატი, რომელიც სრულდება ხმელი ბალახის სახასიათო დაბოლოებით.

🍇 მილდიანი – ქისი თეთრი მშრალი ღვინო, დამზადებულია ტრადიციული ქართული მეთოდით ქვევრში, კახეთის რეგიონში, ახმეტაში მოყვანილი ქისისგან. ღვინოში გამოხატულია მწიფე მსხლის, გარგრის კურკისა და გამომცხვარი ვაშლის არომატები. იდეალურია დაძველებულ ყველთან, ჩაშუშულ ხორცთან და გრილზე შემწვარ ბოსტნეულთან.

🍇 ბოსტოღანა – ქისი გამოირჩევა დამახასიათებელი ბუკეტით, ქიშმიშისა და ლეღვის ჩირის არომატებით. ჯიშური, სრული და დახვეწილი ღვინო მდგრადი, სასიამოვნო და ხავერდოვანი გემოთი.

🍇 დანიელი – ქისი 2024 ქართული თეთრი მშრალი ღვინო, წარმოებულია ახმეტის რაიონის სოფელ არგოხში განსაკუთრებულად შერჩეული ქისის ყურძნისგან. ახასიათებს მწიფე კომშისა და ციტრუსების არომატი.

🍇 მეღვინეობა ლენტო – ქისი ქვევრი ექსკლუზიური და ლიმიტირებული თეთრი მშრალი ღვინო. გამოირჩევა ინტენსიური არომატით, ხოლო გემოზე სრული და მრავალფეროვანი სტრუქტურით.

🍇 უზუნაშვილი – ქისი 2023 ღვინო დამზადებულია ქართლის ტრადიციული მეთოდით ქვევრში. ხასიათდება გარგარისა და ლეღვის ჩირის ტონებით. სხეული სავსეა, ტანინებით მდიდარი და ჰარმონიული.

🍇 მარიენფელდი – ქისი 2022 ქვევრის ღია ქარვისფერი მშრალი ღვინო, დამზადებულია კახეთის რეგიონში, სოფელ მაღრანსა და ბაბანეურში მოყვანილი ქისის ყურძნისგან. ვენახის ასაკი 20 წელია. ღვინო დაყენებულია და დავარგებულია ქვევრში ქართული ტრადიციული მეთოდით. გამოირჩევა მწიფე ხილის არომატებით. ლიმიტირებული რაოდენობა – 1000 ბოთლი.

🍇 იწის მარანი – რაჭული თეთრა 2021 ტრადიციული მშრალი თეთრი ღვინო, რომლის მოსავალიც მოკრეფილია რაჭის სოფლების ასაკოვანი ვენახებიდან. დაყენებულია რაჭული ტრადიციული მეთოდით ხის საწნახელსა და ქვევრში, რაც ღვინოს იშვიათ და ავთენტურ ხასიათს ანიჭებს.

🍇 იწის მარანი – რაჭული თეთრა 2022 კლასიკური მშრალი თეთრი ღვინო მკვეთრად გამოხატული ჯიშური არომატით, მაღალი მჟავიანობითა და დაბალანსებული, ხანგრძლივი და ჰარმონიული დაბოლოებით.

🍇 თელიანი ქოლექშენი – მუხამწვანე 2023 ქარვისფერი ქვევრის ღვინო ქართლიდან. ნეშომპალა-კარბონატული ნიადაგი და უხვი მზის სინათლე სრულად ავლენს მუხამწვანეს ჯიშურ თავისებურებებს. სხეულიანი ღვინო სასიამოვნო ტანინებით, ფორთოხლის ცედრის, ატმისა და ტროპიკული ხილის არომატებით.

🍇 მეღვინეობა ფერაძე – ჩინური ქვევრი თეთრი მშრალი ღვინო, დამზადებულია სოფელ მუხრანში მოყვანილი ჩინურის ჯიშის ყურძნისგან. დადუღდა და 5 თვე დაყოვნდა ქვევრში. ღვინო ღია ქარვისფერია, ახასიათებს მშრალი ხილის არომატები, კარგი მჟავიანობა და ზომიერი ტანინი.

🍇 ალალე – რქაწითელი 2017 ღვინო დაყენებულია რქაწითელის ყურძნისგან და დავარგებულია ქვევრში ტრადიციული მეთოდით. წარმოებულია თელავის რაიონის სოფელ კურდღელაურის მოკროზონაში.

🍇 მეღვინეობა ეკლიპსე – მზის კოცნა 2021 (ქისი) ფერმენტაცია გაიარა იტალიურ ამფორაში სრულ ჭაჭაზე ექვსთვიანი დაყოვნებით. დადუღების შემდეგ ღვინო 12 თვის განმავლობაში დავარგდა ფრანგულ მუხის კასრში.

🍇 კონჭო – „ქარვისფერი“ დამზადებულია რქაწითელის, ქისის, ხიხვის, კახური მწვანესა და მცვივანი კახურის ყურძნის ჯიშებისგან. ტრადიციული მეთოდით ქვევრში, ჭაჭა-კლერტთან ერთად. დავარგებულია ქვევრში 14 თვის განმავლობაში.

🍇 მეღვინეობა ხმელო – რქაწითელი თეთრი მშრალი ღვინო, დამზადებულია ბოლნისში რქაწითელისა და ჩინურის ყურძნისგან. დაყენებულია მუხის ჩანში და დავარგებულია მუხის კასრში. რეკომენდებულია თევზთან და დაძველებულ ყველთან ერთად.

🍇 კონჭო – მცვივანი კახური ღვინო იწარმოება იშვიათი მცვივანი კახური ჯიშის ყურძნისგან. ვენახები გაშენებულია ყვარელში. კარგად გამოხატავს ქინძმარაულის სპეციფიკური ზონის ხასიათს და გამოირჩევა მწიფე ატმის ტონებით.

დაჯავშნეთ ღვინის დეგუსტაცია

გამოცადეთ ტრადიციული ქართული ღვინოები პროფესიონალი სომელიესთან ერთად