ჩამოსასხმელი ღვინო ხიხვი ქვევრი წარმოადგენს საუკეთესო არჩევანს ქართული ღვინის მოყვარულთათვის. ღვინის მაღაზია ორბელიანში წარმოდგენილი ჩამოსასხმელი ღვინოები რომლებიც გამოირჩევა მაღალი ხარისხითა და ავთენტური გემოთი.
ხიხვს ახასიათებს დელიკატური, მაგრამ დახვეწილი არომატული პროფილი – თეთრი ატამი, მსხალი, ციტრუსი და ყვავილოვანი ტონები. ქვევრში დაეყენებისას ასევე ჩნდება თაფლის, ცვილის და მსუბუქი მიწიერი ელემენტები. გამოირჩევა ელეგანტური მჟავიანობით და რბილი, მრგვალი ტექსტურით.
ქვევრის ღვინო: ქართული ტრადიციული მეთოდის თანახმად, ხიხვი მუშავდება ისე, რომ ქვევრში ტკბილთან ერთად თავსდება ჭაჭაც. დუღილი მიმდინარეობს ქვევრში, ჩვეულებრივ 10–14 დღის განმავლობაში.
ხიხვი არის იშვიათი და ძველქართული თეთრი ყურძნის ჯიში, რომელიც ძირითადად აღმოსავლეთ საქართველოში — კახეთში, განსაკუთრებით კი წინანდალსა და გურჯაანში ხარობს. ითვლება, რომ ხიხვი ძველი მევენახეობის ტრადიციის ნაწილია და მისი ფესვები ათასწლეულებს გასცდება. იგი გამოირჩევა უნიკალური არომატით, მაღალ შაქრიანობით და კარგი მჟავიანობის ბალანსით, რაც ძალიან მიმზიდველს ხდის როგორც კლასიკურ, ისე ქვევრის სტილში დაეყენებისას.
* ღვინის ადგილზე მიწოდებისთვის დაგვიკავშირდეთ 599 224 407
ღვინის მაღაზია ორბელიანში წარმოდგენილია ჩამოსასხმელი ღვინოების ფართო არჩევანი. გვესტუმრეთ და ისიამოვნეთ ნამდვილი ქართული ღვინით.