კომპანია „ნაბერაული“ – რაჭა-ლეჩხუმის უნიკალური ღვინის ისტორია და თანამედროვეობა
ნაბერაული ვაინსის ისტორია 2018 წლიდან იწყება და მიზნად ისახავს მსოფლიო ღვინის რუკაზე რაჭა-ლეჩხუმის, როგორც იშვიათი და უნიკალური ღვინის მწარმოებელი რეგიონის, მონიშვნას. ჩვენი უახლესი ტექნოლოგიით აღჭურვილი ქარხანა და ლაბორატორია რაჭის ულამაზეს სოფელ სადმელში არის განთავსებული.
ამ ადგილას ბერების მარნების ნაშთებია შემორჩენილი, ამბავი მე-17-18 საუკუნეებიდან იწყება, მაშინ, როცა საქართველოს ბარი მტერს ებრძოდა, მთაში კი, ხელოვნების ნიმუშები და ქართველი კაცისთვის ყველაზე ძვირფასი – ვაზი გაიხიზნა.
თითქოს, წინაპრებმა თავიდანვე იცოდნენ, რომ სწორედ ღვინო იქნებოდა ის სავიზიტო ბარათი, რომლითაც მომავალში საქართველო მთელი მსოფლიოს წინაშე წარსდგებოდა და თავს გააცნობდა. ღვინოს ამ ისტორიის პატივსაცემად დაერქვა „ნაბერაული“. ეტიკეტებიც ამ კუთხისთვის დამახასიათებელი ტრადიციების შესახებ ყვება.
ნაბერაულის ღვინოები დამზადებულია რაჭა-ლეჩხუმის ენდემური ვაზის ჯიშებისაგან: ალექსანდროული, მუჯურეთული, საფერავი, ძელშავი, ცოლიკოური, უსახელოური, რაჭული მწვანე.
მეღვინეობის ფილოსოფია მეღვინეობის ფილოსოფია რეგიონის ავთენტურ ხასიათს გადმოსცემს, მისი უნიკალური ტერუარული კომპონენტებით, მთიანი ლანდშაფტიდან და მრავალფეროვანი ნიადაგებიდან, ზომიერ კლიმატამდე. ამას ვაღწევთ ღვინოებით, რომლებიც მზადდება როგორც კლასიკური, ასევე დაბალი ინტერვენციის ქართული ტრადიციული მეთოდებით – ქვევრის გამოყენებით. მიწის უირიგაციო დამუშავებით გაშენებული ვენახებით, ნაკლები ჩარევითა და ბუნებაზე რაც შეიძლება ნაკლები ზემოქმედებით, ვცდილობთ შევქმნათ უნიკალური პროდუქტები.
🍷 ჩვენს მაღაზიაში არსებული ასორტიმენტი (კატალოგი):
ტვიში - 2024
ჭაჭა - 2021
კისკისი ტვიში - 2024
კისკისი ხვანჭკარა - 2024
კისკისი მწვანე ქვევრი - 2022
კისკისი ქინძმარაული - 2023
კისკისი საფერავი - 2022
კისკისი წინანდალი - 2020
ცოლიკოური - 2023
ხვანჭკარა - 2023
ხვანჭკარა - 2022
ალექსანდროული - 2022
რაჭული მწვანე ქვევრი - 2023
ღვინის დეგუსტაცია პროფესიონალ სომელიესთან ერთად – დეგუსტაციის დაჯავშნა შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის საშუალებით ან ტელეფონით.
📍 მისამართი: თბილისი, ორბელიანის მოედანი, ანტონ ფურცელაძის ქუჩა №16 📞 +995 599 224 407 🌐 www.winestoreorbeliani.ge

დაჯავშნეთ ღვინის დეგუსტაცია
გამოცადეთ ტრადიციული ქართული ღვინოები პროფესიონალი სომელიესთან ერთად