ღვინო მხოლოდ სასმელი არ არის — ის კულტურაა, ისტორია და ტრადიცია, რომელიც თითოეულ ბოთლშია მოქცეული. ღვინის მაღაზია ორბელიანი წარმოგიდგენთ უნიკალურ და ექსკლუზიურ წითელ ღვინოებს, რომლებიც შექმნილია მცირე მარნებში, შეზღუდული რაოდენობით და განსაკუთრებული ყურადღებით ხარისხის მიმართ.
ჩვენი კოლექცია აერთიანებს წითელ მშრალ, ნახევრად მშრალ და ნახევრად ტკბილ ღვინოებს საქართველოს სხვადასხვა მევენახეობის რეგიონიდან — კახეთიდან რაჭა-ლეჩხუმამდე.
🍷 „მეღვინეობა ეკლიპსე“ – „მთვარის კოცნა“ 2020
წითელი მშრალი ღვინო, დამზადებული კახეთში მოწეული საფერავის ჯიშის ყურძნისგან. ფერმენტაცია განხორციელებულია იტალიურ ამფორაში სრულ ჭაჭაზე ექვსთვიანი დაყოვნებით, რის შემდეგაც ღვინო 12 თვის განმავლობაში დავარგდა ფრანგულ მუხის კასრში. გამოირჩევა სტრუქტურითა და ღრმა ხასიათით.
🍷 „კონჭო და კომპანია“ – ყვარელი სპეციალური რეზერვი 2016
დაცული ადგილწარმოშობის დასახელების წითელი მშრალი ღვინო, დავარგებული მუხის კასრებში 48 თვის განმავლობაში. კარგად განვითარებული ბუკეტი აერთიანებს მწიფე ალუბლის, შავი ბლისა და მაყვლის არომატებს, რომელსაც ავსებს შავი შოკოლადის, ჩირის, პილპილისა და ბოლის ტონები. გემო სრულია, რბილი ტანინებით და ხანგრძლივი დაბოლოებით. იდეალურია წითელ ხორცთან და დავარგებულ ყველთან.
🍷 „მეღვინეობა ორილო“ – ხაშმის საფერავი 2021
ნახუცრიშვილების ოჯახის მეღვინეობა, სადაც 60 წლის ვენახებიდან მიიღება ხაშმის საფერავი. ღვინო შინდისფერია, კარგი გამჭვირვალობით, ყვავილოვანი და რბილი არომატებით, ვარდის ტონებით. გემოზე დამრგვალებული, მსუბუქი ტანინითა და დაბალანსებული სიმჟავით.
🍷 „მეღვინეობა ჩიგოგიძე“ – უსახელოური 2024
საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე იშვიათი და ძვირფასი წითელი ნახევრად ტკბილი ღვინო რაჭა-ლეჩხუმიდან. ლალისფერი, მაყვალის, მოცვისა და ალუბლის არომატებით. ბუნებრივი სიტკბო ჰარმონიულად ერწყმის ცოცხალ სიმჟავეს და ქმნის ხანგრძლივ გემოს.
🍷 „მეღვინეობა ხმელო“ – ბოლნისის წითელი 2021
ქართული ტრადიციული მეთოდით დამზადებული შავკაპიტოს ღვინო ბოლნისის მიკროზონიდან. მუქი ალუბლისფერი, ალუბლის, ჟოლოსა და წითელი კენკრის არომატებით. რეკომენდებულია შემწვარ ხორცთან და დაჩველებულ ყველთან.
🍷 „ანემო“ – ალექსანდროული & მუჯურეთული
რაჭის რეგიონიდან მიღებული წითელი მშრალი ღვინო, სრულ ჭაჭაზე დუღილით. გამოირჩევა კენკრისა და იის არომატებით, ზომიერი მჟავიანობით, რბილი ტანინებითა და ხანგრძლივი დაბოლოებით.
🍷 „მონასტრული“ – ალექსანდროული & მუჯურეთული
რაჭის ენდემური ჯიშებისგან დამზადებული მშრალი ღვინო, ხავერდოვანი ტექსტურითა და ჯიშებისთვის დამახასიათებელი ღრმა ხასიათით.
🍷 „შატო ბუერა“ – წითელი რეზერვი
ნაფარეულის მიკროზონაში მდებარე ვენახებიდან მიღებული კლასიკური სტილის ღვინო: კაბერნე სოვინიონი, კაბერნე ფრანი და მალბეკი. დაძველებულია 12 თვე ფრანგულ მუხაში და დამატებით 12 თვე ბოთლში. სტრუქტურული და ელეგანტური.
🍷 „მეღვინეობა ჩელთი“ – საფერავი ქვევრი 2016
ღვინო დაყენებულია ქართული ტრადიციული მეთოდით ქვევრში, “ჩელთის” ვენახებში მოყვანილი საუკეთესო ხარისხის საფერაფის ჯიშის ყურძნისგან. ვენახი გაშენებულია კავკასიონის ქედის ძირას, მდინარე ჩელთის მიერ ჩამოტანილ ქანებზე რაც ანიჭებს მას უნიკალურობას, ეს ღვინო ჩამოსხმულია და დავარგებულია “ მეღვინეობა ჩელთის “ დაარსების 20 წლის აღსანიშნავად. ღვინო უნიკალურია რადგან მიუხედავად სპონტანური ფერმენტაციისა, მასში მაინც არის მცირედი ნარჩენი სიტკბო, ამავდროულად აქვს ინტენსიური ტანინები და მაღალი ალკოჰოლი, ღვინოს აქვს მუქი ლალისფერი შეფერილობა, შავი მოცხარის, ველური კენკრის, მაყვლის და სანელებლების ტონები, რომელიც დიდხანს ტოვებს სასიამოვნო გემოს, რეკომენდირებულია მიირთვათ წითელი ხორცის კერძებთან და ყველთან.
🍷 „ბარბალე“ – ხვანჭკარა 2020
წითელი ნახევრად ტკბილი ღვინო ადგილწარმოშობის მკაცრად კონტროლირებადი ღვინო, დამზადებული ხვანჭკარის მიკროზონაში მოწეული ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ჯიშის ყურძნებისგან. ღია წითელი ფერის ღვინო გამოირჩევა ალუბლის, მაყვლისა და ქლიავის ჯემის არომატებით. გემოზე კარგად დაბალანსებული, ხავერდოვანი და ხანგრძლივი მოტკბო დაბოლოებით.
🍷 „შატო სიღნაღი“ – ხვანჭკარა 2023
წითელი ნახევრად ტკბილი ღვინო ვენახები მდებარეობს საქართველოს დასავლეთ ნაწილში, რაჭის მევენახეობის ზონაში. ღვინო მიიღება ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ჯიშების კუპაჟით. აქვს ბროწეულისფერი შეფერილობა, სადაც დომინირებულია ალუბლის არომატები, რომელსაც ჰარმონიულად მიჰყვება ჟოლოს ხავერდოვანი ტონები.
🍷 „ენოვანი“ – ხვანჭკარა 2024
წითელი ნახევრად ტკბილი ღვინო დამზადებულია ხვანჭკარის მიკროზონაში, სოფელ ბაჯში მოწეული ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ჯიშის ყურძნებისგან. ახასიათებს მწიფე კენკრის, ალუბლის, მაყვლისა და ჟოლოს არომატები. ცოცხალ მჟავიანობას თან სდევს ზომიერი სიტკბო. იდეალურია ხილის დესერტებთან, შოკოლადთან, ჩირთან და ჩურჩხელასთან.
🍷 „მეღვინეობა ტიბაანელი“ – ქინძმარაული
წითელი ნახევრად ტკბილი ღვინო ადგილწარმოშობის დასახელების ღვინო, დამზადებული კახეთის რეგიონში, ქინძმარაულის მიკროზონაში მოყვანილი საფერავის ჯიშის ყურძნისგან. ღვინო გამოირჩევა მუქი შინდისფერი შეფერილობით, ალუბლისა და მაყვლის ჯიშური არომატებით. გემო ხავერდოვანი, ჰარმონიული და დაბალანსებულია. რეკომენდებულია ხილთან, ჩირებთან, ჩურჩხელასთან და შოკოლადის დესერტებთან.
ღვინის მაღაზია ორბელიანში თქვენ აღმოაჩენთ ღვინოებს, რომლებიც განკუთვნილია განსაკუთრებული მომენტებისთვის, საჩუქრებისთვის და ნამდვილი ღვინის მოყვარულებისთვის.

დაჯავშნეთ ღვინის დეგუსტაცია
გამოცადეთ ტრადიციული ქართული ღვინოები პროფესიონალი სომელიესთან ერთად