გემო და არომატი
არომატის ხელწერა ცნობადია: გულაბი მსხალი და ზოგადად მწიფე ყვითელი ხილი, ფონზე ნაზი ყვავილოვანი ტონით. გემო მშრალია, სხეული საშუალო, დაბოლოება რბილი და ჰარმონიული. ალკოჰოლი 12.5%.
ქისი იმ ჯიშთა რიცხვს განეკუთვნება, რომელსაც არომატი უფრო მეტი აქვს, ვიდრე სიმძიმე — ამიტომ კარგად ჯდება მაშინაც, როცა მძიმე ღვინო არ გინდათ, მაგრამ უბრალო ღვინოც არ გაკმაყოფილებთ.